მოხმარების წესი:
Beef Max კონცენტრატი დამზადებულია, როგორც საკვებდანამატი მეხორცული პირუტყვის ორ, „ტრადიციულ*“ და მთელმარცვლიანი სიმინდით კვების მეთოდებში ჩასართავად.
*ტრადიციულ მეთოდში იგულისხმება ფერმერის ხელთ არსებული ნებისმიერი მარცვლეულით, შროტეულით და თივით მსხვილფეხა პირუტყვის გამოზრდა.
პროტეინოვანი კონცენტრატის გამოყენება ტრადიციულ ულუფაში ჩართვით
პროტეინოვანი კონცენტრატი ემატება მარცვლეულითა და თივით შედგენილ ნებისმიერ ულუფას (მარცვლეულში იგულისხმება: სიმინდი, ქერი, ქატო, ხორბალი);
პირუტყვი გამოკვებეთ ჩვეულებრივ, მხოლოდ მარცვლეულის ნაერთს შეურიეთ პროტეინოვანი კონცენტრატი ერთ სულზე დღეში 500-800 გრამის ოდენობით, ნებისმიერი წონის პირუტყვისათვის;
კონცენტრატის მოხმარების შემდეგ პირუტყვს მიაწოდეთ თივა;
პროტეინოვანი კონცენტრატის გამოყენების შემდეგ ნებისმიერი სახის შროტეულს (სოიოს შროტი, მზესუმზირის კოპტონი) გამოყენება აღარ არის მიზანშეწონილი;
რეკომენდირებული დღიური 500 -800 გრამი პროტეინოვანი კონცენტრატის გამოყენებამდე აუცილებელია პირუტყვის შეჩვევა ახალ საკვებთან ორი კვირის განმავლობაში;
ახალ საკვებთან შეჩვევის პერიოდში პირუტყვის კვებისას გამოიყენეთ ყოველდღიურად 300 გრ. პროტეინოვანი კონცენტრატი, მეორე კვირას ყოველდღიურად 400გრ, ხოლო გარდამავალი პერიოდის (14 დღე) შემდეგ შეგიძლიათ პროტეინოვანი კონცენტრატის გამოყენება 500-800 გრამის ოდენობით.
პროტეინოვანი კონცენტრატის გამოყენება მთელმარცვლიან სიმინდთან ერთად
კონცენტრატით და მთელმარცვლიანი სიმინდით პირუტყვის გამოზრდა ყველაზე ეფექტური მეთოდია. აღნიშნული კვების მეთოდის გამოყენებისას მნიშვნელოვანია პირუტყვის ახალ საკვებთან შეჩვევისა და გამოზრდის პერიოდების სწორი მართვა.
ახალ საკვებთან შეჩვევის პერიოდი გრძელდება 15-20 დღის მანძილზე, მოიცავს სამ ეტაპს და გულისხმობს თივის ჩანაცვლებას მთელმარცვლიანი სიმინდითა და კონცენტრატით (გარდამავალი პერიოდის სამი ეტაპი მოცემულია ცხრილი №1-ის სახით).
გამოზრდის პერიოდი გულისხმობს კონცენტრატითა და მთელმარცვლიანი სიმინდით პირუტყვის ნებაზე გამოკვებას გამოზრდის მთელს პერიოდში (მთელმარცვლიანი სიმინდის და კონცენტრატის შერევის თანაფარდობა მოცემულია ცხრილით №2).