BRAUN MIX 30%-იანი კონცენტრატი ბროილერისთვის

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Braun Mix-ი?

Braun Mix 30% კონცენტრატი არის ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გამოყენებით  დამზადებული უმაღლესი ხარისხის, პროტეინოვანი კონცენტრატი, როგორც უნიკალური საკვებდანამატი ბროილერის სტარტის, გროუერის და ფინიშის რაციონების დასამზადებლად, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ფრინველის მაქსიმალურ წონამატს.

 

რატომ Braun Mix-ი?

Braun Mix მარტივი დოზირებით მომხმარებელი შეძლებს დამოუკიდებლად მოამზადოს მზა საკვები, ნაკლები დანახარჯითა და მეტი მოგებით;
Braun Mix ხელს უწყობს ფრინველის იმუნიტეტის გაძლიერებას, კუჭ-ნაწლავის სისტემის განვითარებას და ჯანმრთელობას;
Braun Mix ასტიმულირებს ფრინველთა პროდუქტიულობას და ხელს უწყობს წონამატის ზრდას.
 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სოიოს შროტი, სოიოს კოპტონი, მზესუმზირის შროტი, სიმინდის გლუტენი, მონოკალციუმფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, ცხოველური წარმოშობის ნედლეული და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონდებლობით.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 3 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაციები:

ბროილერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
საკვების ფაზის შეცვლისას, წინამდებარე ფაზის საკვებს მომდევნო ფაზის საკვები  შეურიეთ 3-5 დღის მანძილზე და ისე მიაწოდეთ ფრინველს (უკეთესი შეგუებისთვის);
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.

 

მოხმარების წესი:

Braun Mix  30% კონცენტრატი კომბინირებული საკვების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ჩართულობით:

ასაკი

სიმინდი

Braun Mix – 30% კონცენტრატი

სტარტი (0-15 დღე)

65%

35%

გროუერი (15-25 დღე)

67 %

33%

ფინიში (>25 დღე)

70%

30%

სურველია, რომ პირველიდან მე-7 დღის ჩათვლით წიწილა იკვებებოდეს Chickywin წიწილის პრესტარტერით, რომლის გამოყენებით ბროილერის წიწილა 7 დღის განმავლობაში აღწევს მინიმუმ 170 გრამს.

ბროილერის გამოზრდის სარეკომენდაციო ტექნოლოგია:

საკვების სახეობა

საკვების რაოდენობა (გრამი)

მიღებული წონამატი (გრამი)

Chickywin წიწილის პრესტარტერი

 (1-7 დღე)

160

170*

სტარტი

(7-15 დღე)

500

470-500

გროუერი

(15-25 დღე)

1300

1200-1300

ფინიში

(25 დღიდან დაკვლის დღემდე)

1800

2000**

*იგულისხმება ერთ დღიანი წიწილის საწყისი ცოცხალი წონა (40 გრამი).

**2000 გრამი ნაჩვენებია პირობითად, რადგან ბროილერის დაკვლის პერიოდი განისაზღვრება ცალკეული ფერმერის სურვილის მიხედვით.